Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე მასმედიის წარმომადგენლების აკრედიტაციის თაობაზე

საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის ცერემონიის გასაშუქებლად საჭირო აკრედიტაციის მისაღებად, უცხოური მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა, მიმდინარე წლის 13 დეკემბრის ჩათვლით, უნდა მიმართონ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და ელექტრონული ფოსტის მისამართზე [email protected] გადმოაგზავნონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია:


ოფიციალური წერილი აკრედიტაციის მოთხოვნაზე, რომელიც ხელმოწერილი იქნება წარმგზავნი კომპანიის პასუხისმგებელი პირის მიერ და რომელშიც მითითებული იქნება აკრედიტაციის მიმღების  ვინაობა და პოზიცია;

სამსახურებრივი ბარათის ასლი;

პასპორტის ასლი;

ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალი;

აღსანიშნავია, რომ საქართველოში მგზავრობის და საცხოვრებელი ხარჯები მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა თავად უნდა უზრუნველყონ, ხოლო ტრანსპორტირება თბილისიდან თელავში და უკან, უზრუნველყოფილი იქნება ორგანიზატორების მიერ. 

დამატებითი ინფორმაციისთვის, მედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტს, ტელ.: +995322945000 (int: 21-05, 21-06); E-mail: [email protected]