Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ბელარუსში შესვლის და ყოფნის წესები

მოკლე ინფორმაცია ბელარუსში შესვლისა და ყოფნის წესების შესახებ

  • ბელარუსში გასამგზავრებლად საქართველოს მოქალაქეებს ვიზა არ ესაჭიროებათ.
  • საქართველოს მოქალაქეების ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროებითი ყოფნა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს კალენდარულ წელიწადში.1
  • საქართველოს მოქალაქე ბელარუსში შესვლისას ვალდებულია შეავსოს საიმიგრაციო ბარათი და იქონიოს ბელარუსის რესპუბლიკაში მოქმედი სამედიცინო დაზღვევა, რომლის შეძენა შესაძლებელია როგორც თბილისში, ასევე მინსკის საერთაშორისო აეროპორტში.
  • საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან ქვეყანაში შესვლიდან 5 დღის განმავლობაში დარეგისტრირდნენ ფაქტიური საცხოვრებელი ადგილის მიხედვითსარეგისტრაციო ორგანოებში (შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებებში, სასტუმროში, გამაჯანსაღებელი დაწესებულებაში და ა.შ.).2
  • 5 დღის ვადაში არ ითვლება კვირა დღე, სახელმწიფო დღესასწაულები და ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ არასამუშაოდ დადგენილი და გამოცხადებული სადღესასწაულო დღეები. ბელარუსში დროებით მყოფი საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან იცხოვრონ მხოლოდ დროებითი ყოფნის მისამართზე.3
  • დროებითი ყოფნის რეგისტრაციის გადასახდელი საფასური შეადგენს 1 საბაზო ოდენობას (01.01.2017 წ. – 23 ბელარუსული რუბლი)4
  • დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბელარუსის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის ვებ-გვერდს: http://gpk.gov.by/informatsiya-dlya-peresekayushhih-granitsu/pravila-peresecheniya-granitsy-dlya-inostrantsev.php

 რეგისტრაციისთვის წარსადგენი დოკუმენტები:

  1. პასპორტი;
  2. საიმიგრაციო ბარათი, ბელარუსში შესვლის აღნიშვნით;
  3. სადაზღვეო პოლისი;
  4. საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

შენიშვნა:

1. „უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ბელარუსის რესპუბლიკის კანონის 39 მუხლის თანახმად

2. „უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ბელარუსის რესპუბლიკის კანონის თანახმად

3. „უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ბელარუსის რესპუბლიკის კანონის 41 მუხლის თანახმად

4. „სახელმწიფო ორგანოების და სხვა ორგანიზაციების მიერ მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე განსახორციელებელი ადმინისტრაციული პროცედურების შესახებ“ ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის 26.04.2010 წლის N200 ბრძანების 12.14 პუნქტის თანახმად