საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ
საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ
მუხლი 4. თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე
1. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ:
ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიებზე - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან;
ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიებზე) - გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრულის გარდა, ყველა სხვა მიმართულებიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის აკრძალულია და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით.
3. განსაკუთრებულ შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებზე შეიძლება გაიცეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე აკრძალული მიმართულებებიდან შესვლის სპეციალური ნებართვა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით, თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, დეოკუპაციის, ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა და შესაბამისი პასუხისმგებლობა არ ვრცელდება :
ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელიც საქართველოში უშუალოდ იმ ტერიტორიებიდან შემოვიდა, სადაც მის სიცოცხლეს ან თავისუფლებას „ლტოლვილთა სტატუსის შესახებ" გაეროს 1951 წლის კონვენციის პირველი მუხლით გათვალისწინებული საფრთხე ემუქრებოდა და რომელიც საქართველოში უნებართვოდ იმყოფება და იმავე კონვენციისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად თავშესაფარს სთხოვს საქართველოს ხელისუფლებას, იმ პირობით, რომ ის დაუყოვნებლივ გამოცხადდება ხელისუფლების ორგანოში და წარადგენს სათანადო განმარტებას საქართველოში უკანონო შემოსვლის ან უნებართვო ყოფნის შესახებ, და თუ მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაულის ნიშნები, აგრეთვე პირზე, რომელმაც აღნიშნული ქმედება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლად ყოფნის გამო, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მოპოვებამდე ჩაიდინა;
ბ ) იმ პირზე , რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს გადაუდებელ ჰუმანიტარულ დახმარებას მოსახლეობისსიცოცხლის უფლების უზრუნველსაყოფად, კერძოდ, მოსახლეობას უზრუნველყოფს საკვებით , მედიკამენტებითა და პირველადი მოთხოვნილების საგნებით ;
გ) იმ პირზე, რომელზედაც გაცემულია პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა" და „ბ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირები ვალდებული არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალული მიმართულებიდან შესვლამდე, ხოლო შეუძლებლობის შემთხვევაში - შესვლის შემდგომ გონივრულ ვადაში, შეატყობინონ საქართველოს მთავრობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისა და ამ ტერიტორიებიდან გასვლის დრო. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები ასევე ვალდებული არიან წარადგინონ ინფორმაცია იმ დახმარების შესახებ, რომელიც მათ გაუწიეს მოსახლეობას.
მუხლი 5. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე
1. ოკუპირებულ ტერიტორიებზე უძრავ ქონებასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით დადებული ნებისმიერი გარიგება დადების მომენტიდან ბათილად ითვლება და სამართლებრივ შედეგებს არ წარმოშობს.
2. ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთრების უფლება დაცულია და რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 6. ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე
1. ოკუპირებულ ტერიტორიებზე აკრძალულია შემდეგი სახის საქმიანობა:
ა) ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა, მიუხედავად იმისა, ხორციელდება თუ არა იგი მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, თუ ასეთი საქმიანობა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ", „მეწარმეთა შესახებ", „მუზეუმების შესახებ", „წყლის შესახებ", „საჯარო რეესტრის შესახებ" და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონების, საქართველოს საზღვაო კოდექსის ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით საჭიროებს შესაბამისი ლიცენზიის ან ნებართვის მოპოვებას, ავტორიზაციის ან რეგისტრაციის გავლას, ან თუ ასეთი საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საჭიროებს შეთანხმებას, ასეთის არარსებობის შემთხვევაში;
ბ) სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის შეტანა ან/და გამოტანა;
გ ) საერთაშორისო საჰაერო და საზღვაო მიმოსვლა , გარდა გაეროს 1982 წლის საზღვაო სამართლის შესახებ კონვენციით დადგენილი შემთხვევებისა;
გ1) სარკინიგზო მიმოსვლა და საერთაშორისო საგზაო სატრანსპორტო გადაზიდვა;
დ) სახელმწიფო რესურსებით სარგებლობა;
ე) ფულადი გადარიცხვების ორგანიზება;
ვ) ამ პუნქტის „ა"-„ე" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობის დაფინანსება ან რაიმე სხვა ფორმით ხელშეწყობა.
2.ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალული საქმიანობის განხორციელება
დაშვებულია მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში სპეციალური თანხმობით, რომელიც გაიცემა საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით , თუ ეს ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ,
კონფლიქტის მშვიდობიანიმოგვარების , დეოკუპაციის , ომით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის ან ჰუმანიტარულ მიზნებს .
3. ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.
4. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განხორციელებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანქციები
ვრცელდება დაკავშირებულ პირებზედაც, ანუ იმ პირებზე, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ მონაწილეობენ ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული საქმიანობის
განმახორციელებელი პირების კაპიტალში ან/და რაიმე ფორმით გავლენას ახდენენ მათ მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის მიზნებისათვის დაკავშირებული პირები არიან:
ა) პირი, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის განმახორციელებელ პირში აქვს წილი ან აქციათა 5%-ზე მეტი;
ბ) პირი, რომელსაც აქვს წილი ან აქციათა 25%-ზე მეტი ამ პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირში;
გ) პირი, რომელსაც აქვს წილი ან აქციათა 50%-ზე მეტი ამ პუნქტის „ბ" ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირში.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა და ამავე მუხლის მე-3 და მე -4 პუნქტებით განსაზღვრულიპასუხისმგებლობა არ ვრცელდება იმ პირებზე,
რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ახორციელებენ გადაუდებელ ჰუმანიტარულდახმარებას მოსახლეობის სიცოცხლის უფლების უზრუნველსაყოფად,
კერძოდ, მოსახლეობას უზრუნველყოფენ საკვებით ,მედიკამენტებითა და პირველადი მოთხოვნილების საგნებით .
7.ამ მუხლის მე6 პუნქტით გათვალისწინებული პირები ვალდებული არიან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ამ მუხლის მე-6 პუნქტით
განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებამდე, ხოლო შეუძლებლობის შემთხვევაში - მისი განხორციელების შემდგომ გონივრულ ვადაში, შეატყობინონ საქართველოს მთავრობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსახორციელებელი / განხორციელებული შესაბამისისაქმიანობის დაწყებისა და დასრულების დრო , აგრეთვე წარუდგინონ ინფორმაცია იმ დახმარების შესახებ , რომელიც მათ გაუწიეს მოსახლეობას .