მისასალმებელი სიტყვა
მისასალმებელი სიტყვა
მოგესალმებით, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდზე, რომელიც საშუალებას მოგცემთ გაეცნოთ საელჩოს საქმიანობას. ის დაგეხმარებათ საქართველოს შესახებ თქვენთვის საინტერესო, მათ შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ, საკონსულო, კულტურულ და ტურისტულ საკითხებზე ინფორმაციის მოპოვებაში.
თქვენ შეძლებთ ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით თვალი ადევნოთ საქართველოს და ბელარუსის რესპუბლიკას შორის ორმხრივი ურთიერთობების დინამიკას.
საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყანაა, გეოგრაფიული და კულტურული თვალსაზრისით საქართველო წარმოდგენს გეოგრაფიული ევროპის უკიდურეს აღმოსავლეთ საზღვარს და ევროპული პოლიტიკის, ეკონომიკის და კულტურული სივრცის განუყოფელ ნაწილს.
საქართველოში ტერიტორიული მთლიანობასთან დაკავშირებით არსებული სირთულეების მიუხედავად, თქვენ აღმოაჩენთ, რომ ჩვენი ქვეყანა მიმზიდველად გამოიყურება სხვდასხვა მიზეზების გამო. კარგი ბუნებრივი კლიმატი, წარმატებულად განხორციელებული პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები, ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო, ბიზნესის დაწყებისთვის საჭირო ლიბერალური კანონმდებლობა, ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთი ევროპისა და ცენტრალურ აზიის რეგიონში, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები მეზობელ ქვეყნებთან, ევროკავშირთან და ჩინეთთან, კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ჩვენს ქვეყანას ინვესტორებისთვის.
საქართველოს გააჩნია მდიდარი ისტორიული წარსული, სხვადასხვა კულტურების და კონფესიების მიმართ ტოლერანტული საზოგადოება, ღვინის დახვეწილი სელექციური ჯიშები, უგემრიელესი ეროვნული სამზარეულო.
საქართველოს საელჩო ემსახურება საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას და გაძლიერებას. საელჩოს გახსნის დღიდან არაერთი მნიშვნელოვანი წარმატება იქნა მიღწეული, განხორციელდა მთელი რიგი მაღალი დონის ვიზიტები და დამყარდა უაღრესად მნიშვნელოვანი კონტაქტები სხვადასხვა დონეზე. საელჩო აქტიურად თანამშრომლობს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლების ორგანოებთან, ფინანსურ და ბიზნეს ჯგუფებთან, ეკონომიკურ და კულტურულ ინსტიტუტებთან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
მსგავსია ქართველო და ბელარუსი ხალხის ძირითადი სულიერი და ტრადიციული ფასეულობები, მშვიდობისა და თავისუფლებისკენ მუდმივი სწრაფვა, ჰუმანურობა და სტუმართმოყვარეობა.
ეს ყველაფერი მაძლევს საშუალებას იმედი გამოვთქვა, რომ ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის კიდევ უფრო გაძლიერდება და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავა.
იმედი მაქვს საელჩოს ვებ-გვერდი დაგეხმარებათ საქართველოს შესახებ გაჩენილ კითხვებზე პასუხების მოძიებაში და გაგიჩენთ სურვილს ესტუმროთ ჩვენს ქვეყანას.
მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბელარუსის სახელმწიფოსა და ხალხს ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა და აყვავება.