Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, Covid19-ის საწიინააღმედო ვაქცინები ხელმისაწვდომი ხდება აფხაზეთისა და ცხინავლის რეგიონის მოსახლეობისთვის.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, Covid19-ის საწიინააღმედო ვაქცინები ხელმისაწვდომი ხდება აფხაზეთისა და ცხინავლის რეგიონის მოსახლეობისთვის.
ამიერიდან, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და იმუნიზაციის პროგრამით განსაზღვრული ასაკობრივი ჯგუფები შეძლებენ ვაქცინაცია საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ჩაიტარონ.
ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული მძიმე ჰუმანიტარული სიტუაცია პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა, ვაქცინაციის პროგრამის ხელმისაწვდომობა კი მოსახლეობას ამ რთულ მდგომარეობას შეუმსუბუქებს და თავიდან ააცილებს ვირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელებას.
მთავრობის ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ჩვენთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანებზე ზრუნვა და მათი ჩართვა ყველა იმ პროგრამასა თუ პროექტში, რასაც საქართველოს ხელისუფლება სთავაზობს თავის მოქალაქეებს.