შეხვედრა ელარუსის ტურისტული ორგანიზაციების რესპუბლიკური კავშირის თავმჯდომარესთან
19 მაისს საელჩოში ვუმასპინძლეთ ბელარუსის ტურისტული ორგანიზაციების რესპუბლიკური კავშირის თავმჯდომარეს რუსლან სეგენიუკს.
შეხვედრაზე განიხილებოდა COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით საზღვრის კვეთის შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ ბელარუსიდან საქართველოში ტურისტული ნაკადის დინამიკა, აგრეთვე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბელარუსის მოქალაქეებისთვის ინდივიდუალური და კორპორატიული ტურების გამარტივების გზებზე.
აღსანიშნავია, რომ პანდემიამდე ბელარუსი იმ ტოპ-15 ქვეყანაში შედიოდა, საიდანაც საქართველოს ყველაზე მეტი ვიზიტორი სტუმრობდა. ვიმედოვნებთ, რომ მომავალშიც საქართველო ბელარუსი ტურისტებისათვის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მიმართულებად დარჩება.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2021 წლის პირველი მარტიდან, შემსუბუქდა ბელარუსიდან საქართველოში შემოსვლის წესები.