"ქართულ სახლში" საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ფილმის ჩვენება გაიმართა
28 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საელჩომ, მინსკში მდებარე „ქართულ სახლში“, ბელარუსში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ღონისძიებაზე ნაჩვენები იყო საქართველოს პირველი რესპუბლიკის კინო ქრონიკა. ასევე, გამოფენილი იყო საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული 1918-1921 წლების მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი ფოტომასალა.
ფილმის ჩვენებამდე, ჩვენ თანამემამულეებს სიტყვით მიმართა ბელარუსში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ. ელჩმა დამოუკიდებლობის დღე მიულოცა საქართველოს ყველა მოქალაქეს, ბელარუსში მოღვაწე ქართველებს ქვეყნის წარმოჩენაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება გაამახვილა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიზნების მიღწევის პროცესში დიასპორის ჩართულობაზე.