Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ, სამეწარმეო პოტენციალის გაცნობით მიზნით, მოგილევის ოლქის ქალაქ ბობრუისკის საწარმოები დაათვალიერა.

კომპანიები ,,ბობრუისკაგრომაში“ და ,,ფანდოკი“ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის და  ხის გადამამუშავებელ-დამამზადებელი საწარმოებია. მათ მიერ წარმოებული პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი ექსპორტზეა ორიენტირებული.  

კომპანიების ხელმძღვანელებმა, საქართველოს ელჩს გააცნეს წარმოების სიმძლავრეები  და დაათვალიერებინეს კომპანიების მიერ დამზადებული პროდუქცია. აღინიშნა, რომ ბელარუსის საწარმოები დაინტერესებული არიან ქართული ბაზრით.

ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ საქართველოში არსებულ ხელსაყრელ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველო-ბელარუსის ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ასპექტი ეკონომიკური კავშირების განმტკიცებაა.