Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების აღსანიშნავი ღონისძიება მინსკში

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება აღნიშნეს ბელარუსში საქართველოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, სადაც ბელარუსში ქართული დიასპორის წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულები.
საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი საგანელიძემ ქართული დიასპორის წარმომადგენლებს ისტორიული დღე მიულოცა და ამ მოვლენის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე ხაზი გაესვა ქართველი და ბელარუსი ხალხის მეგობრობას და ხალხთა შორის კავშირების გამტკიცების მნიშვნელობას. საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა დიასპორის წევრებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და წარმატებები უსურვა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.
მინსკში მდებარე ,,ქართულ სახლში“ გამართულ ღონისძიებაზე სტუმრების წინაშე ბელარუსი მომღერალი დარო წარსდგა, რომელმაც ქართული სიმღერები შეასრულა.