მოქალაქეთა საყურადღებოდ
გაცნობებთ, რომ 2023 წლის 2 ოქტომბრიდან, საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური, ტექნიკური მიზეზების გამო, მუშაობას გააგრძელებს დროებითი შეზღუდული ფუნქციებით.
საკონსულო მომსახურეობის მიღება შესაძლებელია შემდეგ სერვისებზე:
- საქართველოში დასაბრუნებელი მოწმობა
- ცნობა ნასამართლეობის შესახებ
- ცნობა მოქალაქეობის შესახებ
- სხვადასხვა სახის ცნობა.
დროებით იზღუდება შემდეგი მომსახურეობის მიღება:
- სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია
- საქართველოს მოქალაქეობასთან დაკავშირებული საკითხები
- სანოტარო მოქმედებები
- საქართველოს მოქალაქეთა რეგისტრაცია და პირადობის (პასპორტი) დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემა.
გთხოვთ, საკონსულოში მომსახურეობის online რეგისტრაციამდე, გაიაროთ სატელეფონო კონსულტაცია შემდეგ ნომრებზე: +375 17 319 61 93; +375 17 364 62 20.