Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში

საქართველოს საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში

შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკური სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის „კარდიოლოგიის“ დირექტორთან ნატალია მიტკოვსკაიასთან

2024 წლის 28 თებერვალს ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული გიორგი საგანელიძე ბელარუსის რესპუბლიკური სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის „კარდიოლოგიის“ დირექტორს ნატალია მიტკოვსკაიას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ცენტრსა და ქართულ კლინიკებს შორის ურთიერთანამშრომლობის საკითხები. ნ. მიტკოვსკაიამ გამოთქვა მზადყოფნა მიიღოს ქართველი სპეციალისტები, რომლებიც დახელოვნდებიან პაციენტების რეაბილიტაციის პროცესის ეფექტურად წარმართვაში.