ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის
ქვეყანა მდებარეობს ცენტრალური ევროპის აღმოსავლეთში. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: რუსეთი - აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით, ლიტვა და ლატვია - ჩრდილო-დასავლეთით, პოლონეთი - დასავლეთით, უკრაინა - სამხრეთით. ფართობი შეადგენს 207.600 კვ. კმ-ს.
სახელმწიფო
- სახელმწიფო სისტემა- რესპუბლიკა.
- სახელმწიფოს მეთაური- პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო (1994).
- საკანონმდებლო ორგანო- ორპალატიანი ეროვნული კრება. ზედა პალატა- რესპუბლიკის საბჭო 64 წევრისგან არის დაკომპლექტებული, ქვედა პალატა- წარმომადგენელტა პალატა- 110 წევრისგან.
ტერიტორიული მოწყობა
ბელარუსი ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად იყოფა 6 ოლქად ( ბრესტის, გომელის, გროდნოს, ვიტებსკის, მინსკის და მოგილიოვის) და 1 მუნიციპალიტეტი (ქალაქი მინსკი).
დემოგრაფია
- მოსახლეობა- 10.322 ათასი (2003), მათ შორის ბელორუსი 81%, რუსი 11%, პოლონელი, უკრაინელი და სხვა 7%.
- სახელმწიფო ენები- ბელორუსული და რუსული.
- რელიგია- ქრისტიანობა, 70%- მართლმადიდებლები, 20%- კათოლიკები.
- დედაქალაქი-მინსკი(1.769 ათასი), დიდი ქალაქები-გომელი(502 ათასი),ვიტებსკი(350),მოგილიოვი(359),გროდნო(270),ბრესტი(258).
დიპლომატიური ურთიერთობების ქრონოლოგია:
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის დამყარდა 1994 წლის 6 იანვარს.
2007 წლის ივნისში გაიხსნა საქართველოს საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები ბელარუსის რესპუბლიკაში:
- დავით კოტარია - 2012 - დღემდე
- გიორგი ჩხეიძე - 2010-2012
- დავით ზალკალიანი - 2008-2009
ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები საქართველოში:
- მიხაილ მიატლიკოვი - 2016 წლიდან