ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ელჩის მისასალმებელი სიტყვა

პატივცემულო ქალბატონებო და ბატონებო, ძვირფასო მეგობრებო!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბელარუსის რესპუბლიკაში  საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდზე  მაქვს პატივი წარმოვადგინო საქართველო უმშვენიერეს და სტუმართმოყვარე ბელარუსში, რომელთანაც ჩემს ქვეყანას აკავშირებს ჭეშმარიტად ძმური და მეგობრული ურთიერთობები.

კაცობრიობის ისტორიაში ძნელია მოიძებნოს ბევრიისეთი მაგალითი, როდესაც გეოგრაფიული სიშორის მიუხედავად, ქვეყნებსა და ხალხებს შორის ასეთითბილი, უშუალო და ურთიერთკეთილმოსურნე დამოკიდებულება არსებობდეს.ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ ქართველები და ბელარუსები იმ ზოგადსაკაცობრიო მაღალი ზნეობრივი პრინციპების და ღირებულებების ერთგულები არიან, რომლებიც დამახასიათებელია თანამედროვე ცივილიზებული და დემოკრატიული სამყაროსათვის. იგი მკაფიოდ არის გამოვლენილი ჩვენი ხალხების ხასიათის, მენტალობის თუ ქცევის წესების ამსახველ იმ უამრავ მაგალითში, რომლითაც უხვად არის გაჯერებული ჩვენი ისტორიული წარსული და თანამედროვე ცხოვრება.

საქართველოში კარგად იცნობენ და ჯეროვნად აფასებენბელარუსი ხალხის გმირულ ისტორიას, რომელიც სიმამაცის, თავგანწირვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ სწრაფვის ჭეშმარიტ სიმბოლოდ იქცა. ნებისმიერ ქართველს კარგად აქვს გათვითცნობიერებული  და არცარასოდეს დაავიწყდება ის უდიდესი წვლილი, რომელიც შეიტანა ბელარუსმა ხალხმა ფაშიზმზე გამარჯვებაში.  

მსგავსი სულიერი და კულტურული ღირებულებებიდან გამომდინარე, ლოგიკურია  ჩვენი სახელმწიფოების ბუნებრივი სწრაფვა ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისაკენ. 1994 წლის 6 იანვარს საქართველოსა და ბელარუსს შორის დამყარდა დიპლომატიური ურთიერთობები, ხოლო 2007 წლის ივნისში ბელარუსის რესპუბლიკაში გაიხსნა საქართველოს საელჩო,რომელმაც მნიშვნელოვანი იმპულსი შესძინა ურთიერთობებს, ხოლო ბოლო წლებში თვისობრივად ახალი განვითარება, დინამიური ხასიათი ჰპოვა.

ამრიგად, შეიძლება თამამად ითქვას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის შექმნილია საკმაოდმყარი საფუძვლები და პირობები იმისათვის, რომ  ჩამოყალიბდეს  ურთიერთპატივისცემის, თანასწორუფლებიანობის პრინციპებზე დაფუძნებული თანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ-ჰუმანიტარულსფეროებში, რაც ორმხრივი   სამართლებრივი ბაზის ჩამოყალიბების საშუალებას იძლევა, რომელიც მოიცავს ზემოხსენებულ ყველა მიმართულებას.

ჩვენი ვებ-გვერდის მიზანია მაქსიმალურად სწრაფად და ოპერატიულად მიაწოდოს ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უახლესი და ობიექტური ინფორმაცია საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენებზე. ფართო საზოგადოებას  გააცნოს ინფორმაციები საელჩოსა და საკონსულო სამსახურის საქმიანობის შესახებ, ასევე ბელარუსში ქართული დიასპორის მოღვაწეობა.

იმედს გამოვთქვამთ, რომ საქართველოს საელჩოს ვებ-გვერდი თქვენთვის საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის მიღების ერთ-ერთი ყველაზესანდო და პოპულარული  წყარო გახდება.

ღრმა პატივისცემით,

დავით კოტარია

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

ბელარუსის რესპუბლიკაში

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ