ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

შეხვედრა ბელარუსის ვაჭრობისა და ანტომონოპოლიური რეგულირების მინისტრთან

2018 წლის 6 თებერვალს გაიმართა ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვალერი კვარაცხელიას მორიგი შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის ვაჭრობისა და ანტიმონოპოლიური რეგულირების მინისტრთან ვლადიმერ კოლტოვიჩთან, 2018 წლის 31 იანვარს საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათასორისი კომისიის მე-4 სხდომის ფარგლებში მიღწეული გადაწყვეტილებების შესრულებასთან დაკავშირებით.

ძირითადი ყურადღება დაეთმო ბელარუსის ბაზარზე ქართული პროდუქციის, მეტწილად ალკოჰოლური სასმელების შემოტანის ხელშეწყობის საკითხს. შეხვედრაზე განხილულ იქნა ბელარუსში ქართული ღვინის იმპორტის გაზრდისთვის კონკრეტული მექანიზმის შემუშავების შესაძლებლობები, ბელარუსში ქართული ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების იმპორტიორი კომპანიის (სპეციმპორტიორის) დარეგისტრირების საკითხი.

ხაზგასმით აღინიშნა,  რომ ხსენებული პროექტის რეალიზება უნდა მოხდეს ბელარუსის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტამდე, რაც დადებითად აისახება ვიზიტზეც. 

შეხვედრაზე მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ბელარუსის ანტიმონოპოლიური რეგულირებისა და ვაჭრობის სამინისტროს შესაბამისი სამმართველოები და საელჩო მაქსიმალურად კოორდინირებულად წარმართავენ საქმიანობას ხსენებული პროექტის განხორციელებისთვის.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ