ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ქ.მინსკში საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-4 სხდომა გაიმართა

2018 წლის 31 აინავრს ქ.მინსკში საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-4 სხდომა გაიმართა. კომისიის სხდომას ხელმძღვანელობდნენ მისი თანათავმჯდომარეები - საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და ბელარუსის პრემიერ-მინისტრის მოადგილე მიხაილ რუსი.

კომისიაზე მხარეები შეთანხმდნენ კონკრეტული პრიორიტეტული მიმართულებებით თანამშრომლობის განვითარებაზე. კერძოდ, გამოითქვა მზადყოფნა მრეწველობის, აგროსამრეწველო კომპლექსის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების, IT ტექნოლოგიების, სატრანსპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის და ტურიზმის, ასევე ჯანდაცვისა და ფარმაკოლოგიის და სასურსათო პროდუქციის წარმოების სფეროებში თანამშრომლობის განვითარების კუთხით.

კომისიის ფარგლებში მხარეებმა ხელი მოაწერეს საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათასორისი კომისი მე-4 სხდომის ოქმს და კახეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციასა და ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის საოლქო აღმასრულებელ კომიტეტს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების შესრულების 2018-2019 წლების პროგრამას.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ