ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

დიმიტრი ქუმსიშვილის შეხვედრა ანდრეი კობიაკოვთან

31 იანვარს გაიმართა საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილი შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან ანდრეი კობიაკოვთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვალერი კვარაცხელია და საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლები. მხარეებმა ისაუბრეს საქართველო-ბელარუსის კეთილმეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებზე, რომლებიც ყოველწლიურად ვითარდება.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობა ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ინოვაციების, სოფლის მეურნეობის, მრეწველობის სფეროებში. დადებითად შეფასდა საქართველო-ბელარუსის ორმხრივი ურთიერთობებში მიღეწეული წარმატებები, სავაჭრო-ეკონომიკური ბრუნვის ზრდის დინამიკა.

აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსადნრე ლუკაშენკოს ვიზიტი საქართველოში იყოს შინაარსობრივად დატვირთული ეკონომიკური/ჰუმანიტარული შემადგენლით.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ