ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

2017 წლის 30 ივნისს, ქ. მინსკის პერვომაისკის რაიონში გაიმართა ბელარუსის რესპუბლიკის სამხედრო აკადემიის კურსანტის, დიმიტრი გვიშიანის სახელობის ქუჩისა და ბარელიეფის საზეიმო გახსნა.

2017 წლის 30 ივნისს, ქ. მინსკის პერვომაისკის რაიონში გაიმართა ბელარუსის რესპუბლიკის სამხედრო აკადემიის კურსანტის, დიმიტრი გვიშიანის სახელობის ქუჩისა და ბარელიეფის საზეიმო გახსნა.

გახსნის ცერემონიას საელჩოს თანამშრომლებთან ერთად დაესწრნენ ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების წევრები, მინსკის აღმასკომის პერვომაისკის რაიონისა და ბელარუსის რესპუბლიკის სამხედრო აკადემიის ხელმძღვანელობა, ქართული დიასპორის წარმომადგენლები, მინსკში მყოფი ქართველი ორდინატორები და ადგილობრივი მოსახლეობა.

დიმიტრი გვიშიანი, მცხოვრები ქ. ბრესტში, 1999 წლის 29 აგვისტოს, ალმოდებული სამგზავრო მატარებლიდან, საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინა რამდენიმე მგზავრი. დაჯილდოებულია ბელარუსის სახელწიფო ჯილდოთი „პირადი სიმამაცისთვის" სიკვდილის შემდეგ. მის სახელს ატარებს ქუჩა ქ. მინსკში, ასევე ქუჩა, საშუალო სკოლა და ხეივანი ქ. ბრესტში. მისი სახელი მიენიჭა სამგზავრო მატარებლის ლოკომოტივს. დაარსდა საერთაშორისო ტურნირი ხელჩართულ ბრძოლებში დიმიტრი გვიშიანის სახელობის ჯილდოზე.

ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს დიმიტრი გვიშიანის ხსოვნას, რის შემდეგაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სამხედრო აკადემიის უფროსის მოადგილემ ა.ბასაკმა, ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის დეპუტატმა ს.ბობრიკოვმა, მინსკის პერვომაისკის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ვ.რუდიკამ და საელჩოს კონსულმა დ.კურტანიძემ.

ღონისძიების ფარგლებში შედგა მემორიალური დაფის გახსნა და გვირგვინით შემკობის ცერემონია.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ