ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო მიღება

მიმდინარე წლის 6 ივნისს ბელარუსში საქართველოს საელჩომ Minsk Marriott Hotel-ში გამართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი  საზეიმო მიღება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ მიღებას დაესწრო ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ვ. ჟარკო, ბელარუსის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ა. ევდოჩენკო, ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების წარმომადგენლთა პალატის საგარეო ურთიერთობათა მუდმივ კომისიის თავმჯდომარე ვ. ვორონეცკი, საქართველოს პარლმენტთან ბელარუსის საპარლამენტო მეგობარი ჯგუფი სრული შემადგენლობით, აღმასრულებელი ხელისუფლების, სამინისტროებისა და კომიტეტების, დარგობრივი უწყებების, არასამთავრობო სექტორისა და ბელარუსის ფართო საზოგადოების წარმომადგენლები, ბელარუსში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, სამხედრო და პოლიციის ატაშეები, ბელარუსში ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ბელარუსის სამედიცინო სასწავლებლებში მოსწავლე ქართველი ორდინატორები და სხვა. მიღებას ასევე დაესწრო საქართველოს სოფლის მეურნეობის დელეგაცია მინისტრის მოადგილის იური ნოზაძის ხელძღვანელობით და თბილისის საკრებულო თავმჯდომარის მოადგილე მალხაზ მჭედლიშვილი (სულ მონაწილეობდა 400 ადამიანი).

ოფიციალურ ცერემონიაზე ელჩმა დ. კოტარიამ და ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მოადგილე ვ. ჟარკომ ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ძირითად გამოწვევებზე, ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმდინარე პროცესებზე, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, საქართველო-ბელარუსის ორმხრივი ურთიერთობებზე.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ მიღების ფარგლებში Minsk Marriott Hotel-ში მოეწყო ინტერაქტიული ფოტო-გამოფენები: „ოკუპირებული კულტურული მემკვიდრეობა-აფხაზეთი", „მიმზიდველი საქართველო", „ქართული ეროვნული კოსტიუმების მრავალსახეობა", „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა" , „50 ქალი საქართველოდან".

მიღებაზე მინსკის ქართული რესტორნების მიერ წარმოდგენილი იქნა ქართული კერძები, დუგლაძის ღვინის კომპანია  მიერ მოწოდებული ქართული ღვინო, მინერალური წყლები და სხვა. მიღებაზე ნაჩვენები იყო საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ვიდეორგოლები.

ამასთან 2017 წლის 26 მაისს ბელარუსის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაზე გაშვებულ იქნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი საქართველოს დროშით.

 

 
2017 წლის საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი საზეიმო მიღება
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ