ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

გიგლა აგულაშვილი ბელარუსს კოლეგას, ანდრეი კოვხუტოს შეხვდა

გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) „გარემო ევროპისთვის" მინისტრთა მე-8 კონფერენციის ფარგლებში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ბელარუსს კოლეგას, ანდრეი კოვხუტოს შეხვდა.

მხარეებმა ორ ქვეყანას შორის გარემოს დაცვის სფეროში არსებული გარემოსდაცვითი საკითხები განიხილეს. ასევე, ისაუბრეს 2015 წლის დეკემბერში, ქ. პარიზში კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში (COP) ორ უწყებას შორის გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობაზე.

მინისტრებმა მემორანდუმით გათვალისწინებული საკითხების განხორციელების სამომავლო პერსპექტივებიც განიხილეს - კავშირების დამყარება იმ ორგანიზაციებს შორის, რომელთა საქმიანობაც დაკავშირებულია გარემოს დაცვასთან შესაბამისი გარემოსდაცვითი ინფორმაციის, სამეცნიერო და ტექნიკური ინფორმაციის გაცვლა, ექსპერტების გაცვლითი ვიზიტები, გარემოსდაცვით და მდგრადი განვითარების საკითხებზე მონაწილეთა მიერ ორგანიზებულ კონფერენციებში, სემინარებსა და შეხვედრებში მონაწილეობა.

დღესვე, ხელი მოეწერა ოქმს, რომელიც მემორანდუმის განხორციელების სამოქმედო გეგმას წარმოადგენს, რომელიც შიდა კანონმდებლობის მოთხოვნის გათვალისწინებით ერთობლივი პროექტების განხორციელებას ითვალისწინებს. ქართული მხარე წყლის რესურსების სააუზო მართვის დანერგვის კუთხით ბელარუსის გამოცდილებას გაიზიარებს. ქართულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა გარემოსდაცვითი ინფორმაციის გაცვლასთან დაკავშირებით, მათ შორის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის შექმნისა და ფუნქციონირების გაზიარების საკითხზე.

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ