ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი მიღება ბელარუსში

მიმდინარე წლის 3 ივნისს ქ. მინსკში სასტუმრო „Marriot"-ში საქართველოს საელჩომ ბელარუსის რესპუბლიკაში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილის აღსანიშნავად, გამართა საზეიმო მიღება. 

ღონისძიება გაიხსნა საქართველოს და ბელარუსის ჰიმნებით, რის შემდეგაც საქართველოს ელჩმა და ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრ მიხნევიჩმა მისასალმებელი სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას. ოფიციალურ ცერემონიაზე ყურადღება გამახვილდა საქართველო-ბელარუსის ორმხრივი ურთიერთობების, საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა, ქვეყნის საგარეო პრიორიტეტებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. 

ღონისძიებას დაესწრნენ ბელარუსში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბელარუსის მთავრობის, პარლამენტის, კულტურის, სამეცნიერო, სპორტის, მედიცინის და სხვა სფეროების, ბელარუსის საზოგადოების წარმომადგენლები, ქ. მინსკის მერი, ასევე ბელარუსში მცხოვრები ქართული დიასპორა და სტუდენტები. 
საზეიმო მიღებაზე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მხარდაჭერით სპეციალურად მინსკში მოწვეული იქნა აჭარის კულტურის ცენტრის ფოლკლორული ანსამბლი „ათძალი", ასევე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის წარმომადგენელი.

მიღების ფარგლებში გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომელზეც წარმოდგენილი იქნა ქართული ხალხური, ასევე ბელარუსულ ენაზე შესრულებული სიმღერები. 
მიღებაზე მინსკის ქართული რესტორნების მიერ წარმოდგენილი იქნა ქართული კერძები. ღვინის კომპანიების მიერ მოწოდებული ქართული ღვინო, მინერალური წყლები და სხვა. 
მიღებაზე მოეწყო საქართველოს ტურიზმის პოტენციალის ამსახველი სარეკლამო კუთხე, წარმოდგენილი იქნა ბანერები, ბროშურები და ტურისტული ბუკლეტები საქართველოს შესახებ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ფოტოგამოფენა.
ამასთან, მიღების დასრულების შემდეგ, ბელარუსის ეროვნული ბიბლიოთეკის შენობა განათებული იქნა საქართველოს დროშით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილის მისალოცით. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ