ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის მოადგილე, ვიქტორ გუმინსკის ვიზიტი საქართველოში

პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის მოადგილე, ვიქტორ გუმინსკი მიიღო, რომელიც საქართველოში ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ოფიციალურ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება.

ვიქტორ გუმინსკიმ დავით უსუფაშვილს მოწვევისთვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლისთავი მიულოცა.

პარლამენტის თავმჯდომარემ და ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარის მოადგილემ ისაუბრეს მეგობრული ურთიერთობების გარღმავებაზე და აღნიშნეს, რომ ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს პარლამენტებსა და ხალხებს შორის კიდევ უფრი დაახლოებას.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს საქართველოშიც და ბელორუსშიც არჩევნები იმართება, მაგრამ მხარეები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ პარლამენტებს შორის აქტივობები არ შემცირდეს.

დავით უსუფაშვილმა და ვიქტორ გუმინსკიმ განაცხადეს, რომ ორი ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელების შეხვედრის დროს შემუშავებული სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის სამოქმედო გეგმა საქართველოსაც და ბელარუსსაც ბევრ სარგებელს მოუტანს მომავალში.

პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმარს მადლობა გადაუხადა ჩამობრძანებისთვის, მოლოცვისთვის და საქართველოს მხარდაჭერისთვის. „მადლობა მინდა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ ბელარუსს, ამ 25 წლის განმავლობაში, არასდროს დაუყენებია კითხვის ნიშნის ქვეშ საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

დიასპორის სტრატეგია

 

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ