ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

ბელარუსის მოდის კვირეულზე ქართველმა დიზაინერებმა მიიღეს მონაწილეობა

ბელარუსის ბომონდს საშუალება ჰქონდათ ენახა თინათინ მაღალაშვილის სამოსის, მადონა ხარატიშვილის ფეხსაცმლისა და ირაკლი ბახსოლიანის ჩანთების კოლექცია.

თინათინ მაღალაშვილი ბელარუსის მოდის კვირეულზე უკვე მეოთხედ იღებს მონაწილეობას. დიზაინერმა აღნიშნა, რომ ბელარუსში მას ყოველთვის კარგად ხვდებიან და საუკეთესო რეცენზიებს წერენ მის ჩვენებაზე. წელს მასთან ერთად კიდევ ორი ქართველი დიზაინერი იმყოფებოდა მინსკში, მადონა ხარატიშვილის ფეხსაცმელმა და ირაკლი ბახსოლიანის ჩანთებმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ბელარუსის მოდის კრიტიკოსებმა აღნიშნეს, რომ ქართული ტანდემი გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით, უცხო დეკორითა და ორიგინალური ელემენტებით. 

ქართველი დიზაინერების შოურუმს ეწვია ბელარუსში საქართველოს ელჩი მეუღლესთან და საელჩოს თანამშრომლებთან ერთად.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ