ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

საქართველოს რემიერ-მინისტრი ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკს ეწვია

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკის ბიზნესინკუბატორი დაათვალიერა.

ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკი დაარსდა 2006 წელს და ამჟამად, მის რეზიდენტად 152 კომპანიაა დარეგისტრირებული. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრს მაღალი ტექნოლოგიების პარკში განუცხადეს, 2006 წლიდან დღემდე, 20 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შექმნეს, ხოლო ექსპორტი, 2006 წლიდან დღემდე 32-ჯერ გაიზარდა და 705,6 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკში შეიქმნა Viber-ი, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებული საკომუნიკაციო საშუალებაა.

მაღალი ტექნოლოგიების პარკის ხელმძღვანელთა ინფორმაციით, პარკის დამკვეთთა შორის არიან მსოფლიოს უმსხვილესი კომპანიები, მათ შორის - - Microsoft, Google, Facebook-ი და სხვები.

მაღალი ტექნოლოგიების პარკის მიზანია, დაეხმაროს იდეების მქონე ახალგაზრდებს და ასწავლოს მათ, როგორ მიაღწიონ წარმატებას.

ბელარუსის მაღალი ტექნოლოგიების პარკსა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებში მხარეები, გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მიმართულებით, აქტიურად ითანამშრომლებენ. 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ