ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 

 



საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

 

მოკლე ინფორმაცია ბელარუსში შესვლისა და ყოფნის წესების შესახებ

 

  • ბელარუსში გასამგზავრებლად საქართველოს მოქალაქეებს ვიზა არ ესაჭიროებათ.


  • საქართველოს მოქალაქეების ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე დროებითი ყოფნა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს კალენდარულ წელიწადში.1


  • საქართველოს მოქალაქე ბელარუსში შესვლისას ვალდებულია შეავსოს საიმიგრაციო ბარათი და იქონიოს ბელარუსის რესპუბლიკაში მოქმედი სამედიცინო დაზღვევა, რომლის შეძენა შესაძლებელია როგორც თბილისში, ასევე მინსკის საერთაშორისო აეროპორტში.


  • საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან ქვეყანაში შესვლიდან 5 დღის განმავლობაში დარეგისტრირდნენ ფაქტიური საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სარეგისტრაციო ორგანოებში (შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებებში, სასტუმროში, გამაჯანსაღებელი დაწესებულებაში და ა.შ.).2


  • 5 დღის ვადაში არ ითვლება დასვენების დღეები, სახელმწიფო დღესასწაულები და ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ არასამუშაოდ დადგენილი და გამოცხადებული სადღესასწაულო დღეები. ბელარუსში დროებით მყოფი საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან იცხოვრონ მხოლოდ დროებითი ყოფნის მისამართზე.3


  • დროებითი ყოფნის რეგისტრაციის გადასახდელი საფასური შეადგენს 1 საბაზო ოდენობას (01.01.2017 წ. – 23 ბელარუსული რუბლი)4


  • რეგისტრაციისთვის წარსადგენი დოკუმენტები:

1. პასპორტი;

2. საიმიგრაციო ბარათი, ბელარუსში შესვლის აღნიშვნით;

3. სადაზღვეო პოლისი;

4. საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

შენიშვნა:

1.        „უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ბელარუსის რესპუბლიკის კანონის 39 მუხლის თანახმად

2.       „უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ბელარუსის რესპუბლიკის კანონის თანახმად

3.       „უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ ბელარუსის რესპუბლიკის კანონის 41 მუხლის თანახმად

4.       „სახელმწიფო ორგანოების და სხვა ორგანიზაციების მიერ მოქალაქეთა განცხადებების საფუძველზე განსახორციელებელი ადმინისტრაციული პროცედურების შესახებ“ ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის 26.04.2010 წლის N200 ბრძანების 12.14 პუნქტის თანახმად

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ