საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბელარუსის რესპუბლიკაში ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის ქართული ცეკვის ანსამბლს მადლობის სიგელი გადაეცა

27 დეკემბერ საელჩოს ბელარუსში მოქმედი ქართული ცეკვის ანსამბლის „მზიური საქართველოს“ წევრები სტუმრობდნენ.

„მზიური საქართველო“ 2010 წელს დაარსდა, 2015 წლიდან კი ანსამბლის ბაზაზე მოქმედებს ქართული ხალხური ცეკვების შემსწავლელი სკოლა. ანსამბლი დაარსების დღიდან რეგულარულად მონაწილეობს ბელარუსში გამართულ სხვადასხვა ფესტივალსა თუ კონცერტში, ხოლო სკოლის მეშვეობით ჩვენს ეროვნულ ცეკვებს ეუფლებიან, როგორც ბელარუსში მცხოვრები ქართველები, ასევე ქართული კულტურითა და ტრადიციებით დაინტერესებული ადგილობრივები.

დღევანდელ შეხვედრაზე, ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ ანსამბლს ბელარუსის რესპუბლიკაში ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის მადლობის სიგელი გადასცა.