საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბელარუსის რესპუბლიკაში ინდოეთის ახლადდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან შეხვედრის შესახებ

ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ბელარუსის რესპუბლიკაში ინდოეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ალოკ რანჯან ჯასთან.
შეხვედრაზე ორი ქვეყნის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს საერთაშორისო პოლიტიკის ასპექტებზე, ბელარუსში არსებულ ვითარებაზე და საქართველო-ინდოეთის ორმხრივ ურთიერთობებზე. ხაზი გაესვა საქართველოსა და ინდოეთს შორის არსებულ დადებით პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ თანამშრომლობას. აღინიშნა, რომ მომავალ წელს ორი ქვეყანა დიპლომატიური ურთიერთობის 30 წლისთავს აღნიშნავს.
ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ სათანადოდ შეაფასა ინდოეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, საქართველოსთვის დედოფალ ქეთევანის წმინდა ნაწილების გადმოცემის თაობაზე.
საქართველოსა და ინდოეთის ელჩებმა გამოთქვეს მზადყოფნა, მჭიდროდ ითანამშრომლონ დიპლომატიური მისიების დონეზე.