საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოსა და აზერბაიჯანის ელჩების შეხვედრა

ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ბელარუსის რესპუბლიკაში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ ულვი ბახშალიევთან.
შეხვედრაზე ორი ქვეყნის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სფეროებში მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ, მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანის ელჩს, აზერბაიჯანის მხარის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. აღნიშნა, რომ რეგიონალურ მშვიდობას და სტაბილურობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, არა მხოლოდ სახელმწიფოებისთვის, არამედ მთლიანდ მსოფლიოსთვის.
მხარეებმა, დიპლომატიური მისიების დონეზე, კავშირების გამყარების და მჭიდრო თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.