საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ღვინის დეგუსტაცია horeca-ს სექტორის წარმომადგენლებისთვის გაიმართა

გრძელდება ქართული ღვინისადმი მიძღვნილი საღამოები ბელარუსში.
17 ივნისს, საელჩოს ინიციატივით, ქართული ღვინის დეგუსტაცია მინსკში ღვინის ადგილობრივი პროფესიონალებისთვის და horeca-ს სექტორის წარმომადგენლებისთვის გაიმართა.
მოწვეული სტუმრები დეგუსტაციის პარალელურად, ქართული ღვინის ისტორიას, საქართველოში გამოყენებულ თანამედროვე და ტრადიციული მეღვინეობის ტექნოლოგიებს გაეცნენ.
ღონისძიების მონაწილეებს 8 სხვადასხვა სახეობის ქართული ბუნებრივი ღვინის დაგემოვნების შესაძლებლობა მიეცათ.