საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მინსკში ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი „საქართველო მეღვინეობის აკვანი“ გაიმართა.

1 ივნისს, მინსკში, საელჩოს ინიციატივით და თანამედროვე ხელოვნების გალერეის „DK Gallery”-ს თანაორგანიზებით, ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი „საქართველო მეღვინეობის აკვანი“ გაიმართა.
🏺ღონისძიებაზე, რომელსაც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, სხვადასხვა დიდი და მცირე მარნის, 8 დასახელების - ძირითადად ქვევრის ღვინო იყო წარმოდგენილი, რომელთა ექსპორტი დღეისათვის ბელარუსის ბაზარზე არ ხორციელდება. სემინარისას, მოწვეული სტუმრები გაეცნენ ქვევრში ღვინის დაყენების ტექნოლოგიას, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებულ ყურძნის ჯიშებსა და მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციებს, ასევე, ნაჩვენები იქნა დოკუმენტური ფილმი „Georgia Cradle of Wine”.

🟠მსგავსი ღონისძიება ბელარუსში, საქართველოს, როგორც ღვინის უძველესი ცივილიზაციის სამშობლოს და ქვევრში დაყენებული ღვინის ტექნოლოგიის პოპულარიზაციას ემსახურება.