საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ალექსანდრიაში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი გაიხსნა

2019 წლის 2 დეკემბერს, ბელარუსის რესპუბლიკაში ოფიციალურად გაიხსნა საქართველოს საპატიო კონსულის ოფისი. წარმომადგენლობა მოგილოვის ოლქის ქ. ალექსანდრიაში მდებარეობს.

საქართველოს საპატიო კონსულის სერგეი ტეტერინის ოფისის გახსნის საზეიმო ღონსიძიებას ესწრებოდნენ, როგორც საქართველოს ელჩი ბელარუსის რესპუბლიკაში, ბელარუსის სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის გიორგი ტაბატაძის ხელმძღვანელობით.

ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ხაზი გაუსვა საქართველოსა და ბელარუს შორის არსებულ ისტორიულ კეთილმეგობრულ დამოკიდებულებასა და ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკას, ვალერი კვარაცხელიას განცხადებით, ქვეყნებს შორის ურთიერთობა სამაგალითოა, რამე თუ ყოველდღიურად ღრმავდება თანამშრომლობა, როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე ორმხრივ ურთიერთობებში ყველა მიმართულებით . ამასთან, საპატიო კონსულის ოფისის გახსნა ქ. ალექსანდრიაში კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია, რომელიც გაამყარებს ჩვენ ორ ერს შორის არსებულ კავშირებს.

სერგეი ტეტერინი ბელარუსის ჩოგბურთის ფედერაციის თავმჯდომარეა, ასევე წარმატებით ეწევა ბიზნეს საქმიანობას. იგი არის ბელარუსული ჰოლდინგის „ბელგლობალსტარტის“ დამფუძნებელი.

საპატიო კონსულის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://www.hc-georgia.by/