საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები

2019 წლის 27 ნოემბრიდან 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით საქართველო ხდება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა

🔹 ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობისთვის საქართველომ ოთხი პრიორიტეტი განსაზღვრა:

 1. ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა;
 2. სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
 3. ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება;
 4. დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.

🔹 საქართველო, როგორც ევროპული ცივილიზაციის ნაწილი, ადასტურებს მის ერთგულებას ევროპის საბჭოს ძირითადი პრინციპების მიმართ.