საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

სტაჟირება საქართველოს საელჩოში

2019 წლის 1 ნოემბრიდან საქართველოს საელჩო ბელარუსის რესპუბლიკაში აცხადებს სტაჟიორთა მიღებას. სტაჟიორად მიიღება საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, არის უმაღლესი/პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან აქვს უმაღლესი/პროფესიული განათლება და აკმაყოფილებს დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

სტაჟირების ვადა განისაზღვრება 3 თვიდან 6 თვემდე ვადით და კურსის ბოლოს თითოეულ სტაჟიორს გადაეცემა შესაბამისი სიგელი.

განაცხადების შემოტანის პერიოდია 1-14 ნოემბერი.

სტაჟირების მსურველის მიერ წარსადგენი დოკუმენტები:

 ა) განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ (დანართი №2);

ბ) ავტობიოგრაფია;

გ) დიპლომის ასლი/ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან/საზღვარგარეთ უმაღლეს

საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი;

დ) პასპორტის ასლი;

ე) ადგილსამყოფელ ქვეყანაში კანონიერად ყოფნის (ცხოვრების) დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის

მოქმედების ვადა აღემატება სტაჟირების გავლის პერიოდს;

ვ) ერთი ფოტოსურათი (3X4).

ზ) ნასამართლობის შესახებ ცნობა.


დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ გაეცნოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლის წესს