საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩი ვალერი კვარაცხელია ალინა ბლიუმისის პერსონალური გამოფენის გახსნას დაესწრო.

9 ოქტომბერს, ელჩი ვალერი კვარაცხელია, მინსკში მდებარე თანამედროვე ხელოვნების გალერეა «Ў»-ში, ნიუ-იორკში მოღვაწე ბელარუსი არტისტის ალინა ბლიუმისის პერსონალური გამოფენის „ კლასიფიკაციის ნიმუშები: ქრისტიანი, მუჰამედი, ლი“-ს გახსნას დაესწრო.

გამოფენის კურატორია საქართველოს თავისუფალი უნივერსიტეტის ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურისა და დიზაინის სკოლის (VA[A]DS) დამფუძნებელი და დეკანი, გალერისტი ირინა პოპიაშვილი.

გამოფენა «Ў» გალერეაში 9 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება: