საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის პრეს-კონფერენცია

22 მაისს, ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნულ პრეს-ცენტრში, საქართველოს ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პრეს-კონფერენცია გამართა, რომელსაც ბელარუსის სხვადასხვა წამყვანი ტელეკომპანიის, ბეჭდური და ონლაინ გამოცემის ჟურნალისტი ესწრებოდა

ელჩმა ჟურნალისტებთან ისაუბრა საქართველოსათვის 26 მაისის მნიშვნელობაზე, პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაზე და ქვეყნის უახლეს ისტორიაზე. ამასთანავე, მედიის წარმომადგენლებს მიეწოდა ინფორმაცია  ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკაზე და არსებულ ვითარებაზე, მთავრობის პროგრამებზე და სამშვიდობო ინიციატივაზენაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესზე, საქართველოში სხვადასხვა დარგში განხორციელებულ რეფორმებზე და ქვეყანაში არსებულ ბიზნეს გარემოზე, ასევე, საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას შორის მიღწეულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე და მათ შედეგად წარმოქმნილ შესაძლებლობებზე.

დიდი ყურადღება დაეთმო საქართველო-ბელარუსის ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავი აღინიშნება. ხაზი გაესვა იმას, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებულია შესანიშნავი პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები ყველა მიმართულებით, რასაც უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების დინამიკაც მოწმობს. აქვე ითქვა, რომ ივნისში, ბელარუსს საქართველოს პრეზიდენტი ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი ესტუმრება.

ელჩმა დეტალურად მიმოიხილა საქართველო-ბელარუსის ორმხრივი სავაჭრო ეკონომიკური თანამშრომლობა; უკვე განხორციელებული თუ დაგეგმილი ერთობლივი პროექტები; ეკონომიკური თანამშრომლობის ტრადიციულ თუ შედარებით ახალ დარგებში ბოლო პერიოდში წარმოქმნილი შესაძლებლობები, მათ შორის, ჯანდაცვისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროებში; აქვე კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ სულ მალე მინსკში ქართული სავაჭრო სახლი გაიხსნება;

ელჩმა ჟურნალისტებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია ბელარუსში საელჩოს ხელშეწყობით დაგეგმილი კულტურული ღონისძიებების შესახებ, მათ შორის აღინიშნა, რომ 27 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი და საქართველო-ბელარუსს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართება, მინსკის მე-2 ევროპული თამაშების ფარგლებში, 23 ივნისს, მოეწყობა ქართული ფან-ზონა, ხოლო 24 აგვისტოს, მინსკში უკვე ტრადიციად ქცეული დღესასწაული - „თბილისობაჩატარდება.  ​