საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა მინსკის მერთან

13 მარტს გაიმართა ელჩის ვალერი კვარაცხელიას სამუშაო შეხვედრა მინსკის მერთან, ანატოლი სივაკთან. შეხვედრის ძირითად მიზანს 2019 წელს ბელარუსის დედაქალაქში მე-5 ყოველწლიური ქართული კულტურის ფესტივალის - „თბილისობის“ გამართვასთან და მინსკის ცენტრში ქართული სავაჭრო სახლის გახსნასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის განხილვა წარმოდგენდა. ამასთან, მინსკის მერმა ქართული მხარის ინიციატივების მხარდაჭერის სრული მზადყოფნა გამოთქვა.