საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩმა მიიღო მონაწილეობა „BelarusMedicaში”

12  მარტს, საქართველოს ელჩი ვალერი კვარაცხელია ბელარუსის 26-ე ყოველწლიური სამედიცინო ფორუმი-გამოფენის „BelarusMedica”-ს გახსნას დაესწრო. ღონისძიება საზეიმოდ გახსნეს ბელარუსის რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა. 
ვალერი კვარაცხელიამ დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა გამოფენის სტენდებზე წარმოდგენილი სამედიცინო პროდუქცია და გაეცნო ბელარუსის უკანასკნელ ტექნოლოგიურ მიღწევებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ელჩთან საუბრისას  „BelarusMedica”-ს არაერთმა მონაწილემ  ქართულ მხარესთან თანამშრომლობის დაწყების ინტერესი გამოხატა.
ფორუმი-გამოფენა „BelarusMedica” მინსკში 1994 წლიდან იმართება და ჯანდაცვის სფეროში ქვეყნის მთავარ მოვლენად ითვლება. ფორუმში ბელარუსიდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ათეულობით ორგანიზაცია მონაწილეობს, რომელთაც წარმოდგენილი აქვთ დიაგნოსტიკური და სამკურნალო დანადგარები, მედიკამენტები და სხვადასხვა სახის აღჭურვილობა. 

„BelarusMedica” ბელარუსის დედაქალაქში 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.