საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან

2019 წლის 27 თებერვალს გაიმართა საქართველოს ელჩის ვალერი კვარაცხელიას შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან ანდრეი ევდოჩენკოსთან. 
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბელარუსს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხები. საუბარი შეეხო 2019 წლის 20-21 მარტს თბილისში დაგეგმილი საქართველო-ბელარუსის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-5 სხდომას, ბელარუსის ეროვნული გამოფენის გამართვას და 2019 წელს ბელარუსში დაგეგმილ ღონისძიებებს.