საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით

დღეს, საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და საზღვარგარეთ ქვეყნის დიპლომატიური დაწესებულებების შენობებზე დაშვებულია სახელწმიფო დროშები.
1921 წლის 25 თებერვალს წითელმა არმიამ აიღო თბილისი და დაამხო საყოველთაო და თავისუფალი არჩევნების გზით არჩეული საქართველოს ხელისუფლება.
25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილებით არის გამოცხადებული.