საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ქართულ დელეგაციასთან

25 იანვარს ელჩმა ვალერი კვარცხელიამ მინსკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ფიგურულ ციგურაობაში დასასწრებად ჩამოსულ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეს შალვა გოგოლაძეს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ მდივანს ემზარ ზენაიშვილს და საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტს მარიამ გიორგობიანს საელჩოსში უმასპინძლა.
შეხვედრისას განხილულ იქნა ივნისში გასამრთ მინსკის მეორე ევროპულ თამაშებზე ქართველი სპორტსმენებისა და დელეგაციის მონაწილეობასთან დაკავშირებული საკითხები.