საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ბელარუსის რესპუბლიკაში ელექტრონული სახით რეგისტრაციის შესახებ

2019 წლის 2 იანვრიდან ბელარუსის რესპუბლიკაში დროებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ელექტრონულად, https://portal.gov.by ვებ-გვერდის მეშვეობით.
აღნიშნული პროცედურა ხელმისაწვდომია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ჩამოვიდნენ ბელარუსის რესპუბლიკაში სახელმწიფო სასაზღვრო პუნქტების გავლით. რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულმა მოქალაქეებმა პირადად უნდა მიმართონ მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
ელექტრონულად რეგისტრაციის გასავლელად საჭიროა კომპიუტერით ან მობილური ტელეფონით https://portal.gov.by ვებ-გვერდზე ელ. ფოსტის მეშვეობით შეიქმნათ პირადი კაბინეტი. შემდგომ, ქვეპუნქტში „ხელმისაწვდომი მომსახურებები“ კატეგორიაში „მოქალაქეობა და მიგრაცია“, შეუკვეთოთ შესაბამისი მომსახურება (200.12.14.1), შეავსოთ და ჩააბაროთ განაცხადი ელექტრონული ფორმით.
აღნიშნული ვებ-გვერდის მეშვეობით საქართველოს მოქალაქის რეგისტრაციის განხორციელება შეუძლია მის წარმომადგენელსაც (სხვა პირს) თავისი პირადი კაბინეტიდან, ელექტრონულ ფორმაში მოქალაქის მონაცემების მითითებით.
ელექტრონული რეგისტრაცია არის უფასო.