საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიკაციისა და დახმარების საკითხებზე მინსკში გამართულ სამუშაო შეხვედრაში ქართული დელეგაციის მონაწილეობის შესახებ

12 დეკემბერს, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) ორგანიზებით, მინსკში, გაიმართა სამუშაო შეხვედრა - მრგვალი მაგიდა თემაზე “საკონსულო პერსონალის როლი ტრეფიკინგის მსხვერპლთა და მოწყვლად მიგრანთა იდენტიფიკაციისა და დახმარების საკითხებში”.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადამიანთა ვაჭრობის წინაადმდეგ ბრძოლის პროცესში ჩართული უწყებების წარმომადგენლები ბელარუსიდან, მოლდოვადან, უკრაინიდან და საქართველოდან. ქართული მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მინსკში საქართველოს        საელჩოს წარმომადგენლები, აგრეთვე მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის წარმომადგენელი.

  ღონისძიების პირველ სესიაზე გამართული პრეზენტაციისას, საქარველოს იუსტიციის სამინინისტროს საერთაშორისო საჯარო სამართლის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ნინო  რუხაძემ მრგვალი მაგიდის მონაწილეებს გაუზიარა  ადამიანთა ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვის საქმეში არსებული ქართული მხარის გამოცდილება, ასევე გააცნო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საქართველოს საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ფუნქციები და ძირითადი ამოცანები. იქვე აღინიშნა, რომ ხსენებული მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები პარტნიორი სახელმწიფოებისა და გავლენიანი ორგანიზაციების მიერ სამაგალითოდ არის შეფასებული, რაც ასევე ასახულია სხვადასხვა საერთაშიროსო კვლევებსა თუ რეიტინგებში.

დისკუსიების დასკვნით ნაწილში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, კონსტანტინე საბიაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საქართველოს საკონსულო სამსახურებისგამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკა მოქალაქეთა დახმარების პროცესში.​