საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით საელჩოში საარჩევნო უბნის გახსნის თაობაზე

პატივცემულო მოქალაქეებო!

გაცნობებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, 28 ნოემბერს 8:00-დან 24:00-მდე საელჩოში გაიხსნება საარჩევნო უბანი (მისამართი: მინსკი, სვობოდის მოედ., 4, შესასვლელი საკონსულო სამსახურის მისაღებში, ტაძრის მხრიდან).

ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქემ თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტი ან პირადობის მოწმობა

ამომრჩეველთა სიაში თქვენი თავის გადამოწმება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://geoconsul.gov.ge/ka/check/electionsPlace ან საელჩოს საკონსულო სამსახურის მისაღებში გამოკრულ სიებში.