საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

შეხვედრა მინსკის საშუალო სკოლების და გიმნაზიების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან

27 ნოემბერს საელჩოში გაიმართა შეხვედრა ინოვაციურ-კრეატიული ცენტრის პროექტ „ახალგაზრდა ამომრჩეველთა ლიგის“ წევრებთან, რომლებიც წარმოადგენენ მინსკის საშუალო სკოლების და გიმნაზიების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს.

მოწვეულ სტუმრებს საელჩოს წარმომადგენლებმა გააცნეს საქართველოს ისტორია, კულტურა და სხვა საინტერესო ფაქტები საქართველოს შესახებ. ასევე ესაუბრნენ საქართველო-ბელარუსის ორმხრივ ურთიერთობებზე, ამისთანავე ყურადღება გამახვილდა საქართველოს საარჩევნო პროცესსა და ზოგადად საარჩევნო ისტორიაზე, მათ შორის საქართველოს პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკაში გამართულ არჩევნების შესახებ. პრეზენტაციის შემდგომ გაიმართა დისკუსია ბელარუსი ახალგაზრდებისთვის საინტერესო თემებზე.

შეხვედრის დასასრულს სტუმრებს საჩუქრად გადაეცათ ტურისტული ბუკლეტები და წიგნი საქართველოს პირველ საყოველთაო არჩევნების შესახებ. ასევე საელჩო სტუმრებს გაუმასპინძლდა ქართული ლიმონათით და ტრადიციული ქართული კერძებით.

სასიხარულოა, რომ ბელარუსი ახალგაზრდები საკმაოდ ინფორმირებულები აღმოჩნდნენ საქართველოს შესახებ, ისინი დაინტერესებულები იყვნენ როგორც ზოგადად საქართველოს ისტორიით, ასევე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებით.