საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მე-2 რეგიონულ თათბირში ელჩის მონაწილეობის შესახებ

ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დავნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილესთან ზაზა ბოხუასთან და თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, მონაწილეობა მიიღო მინსკში გამართულ აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ხარისხიანი წამლებისა და დიაგნოსტირების მეთოდების ხელმისაწვდომობის გაფართოების შესახებ მე-2 რეგიონული თათბირში.

ღონისძიებაში ასევე მონაწილეობდნენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცოების წარმომადგენლები, მათ შორის UNICEF, UNDP, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი ჟუჟანა ჟაკაბი.

მე-2 რეგიონული თათბირის შემაჯამებელ ნაწილში ხელი მოეწერა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროების მინსკის განაცხადის პროექტზე "ხარისხიანი და არაძვირადღირებული წამლებისა და დიაგნოსტირების მეთოდების ხელმისაწვდომობის გაფართოება".

ღონისძიების ფარგლებშივე გაიმართა ქართული დელეგაციის შეხვედრა ბელარუსის ჯანდაცვის მინისტრთან ვალერი მალაშკოსთან.

მინსკში ვიზიტის მიწურულს, ქართულმა დელეგაციამ დაათვალიერა ბელარუსის რესპუბლიკური კლინიკური სამედიცინო ცენტრი, გაეცნო ცენტრის საქმიანობას და მის ხელმძღვანელობასთან განიხილა თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.