საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ანსამბლი "ერისიონის" კონცერტი

2018 წლის 2 სექტემბერს მინსკის მთავარ საკონცერტო დარბაზში „რესპუბლიკის სასახლეში“ ბელარუსში საქართველოს კულტურის დღეების დახურვის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში გაიმართა  - ანსამბლ „ერისიონის“ კონცერტი, სპეციალურად ამ დღისთვის დადგმული პროგრამით.

კონცერტის დაწყებამდე მაყურებელს სიტყვით მიმართეს საქართველოს განათლებისა, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ მიხეილ გიორგაძემ, ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ და ბელარუსის რესპუბლიკის კულტურის მინისტრმა იური ბონდარმა. გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის მჭიდრო, კეთილმეგობრულ და მზარდ ურთიერთობებზე თანამშრომლობის მრავალ სფეროში, მათ შორის კულტურის დარგში. ასევე, ქართულმა მხარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ წელს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნიდან 100 წლისთავს აღნიშნავს.

კონცერტი ჩატარდა სრული ანშლაგით ჩატარდა. კონცერტის პარალელურად, საკონცერტო დარბაზის ფოიეში წარმოდგენილი იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა და  ბელარუსში მოღვაწე ქართველი და ბელარუსი მხატვრების ნამუშევრები.

ქართული კულტურის დღეები აქტიურად შუქდებოდა ადგილსამყოფელ და ქართულ მედიასაშუალებებში.