საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქართული ფილმების ჩვენება მინსკში

2018 წლის 31 აგვისტოს, კულტურის დღეები გაიხსნა, კინოთეატრ „მოსკვა“-ში ლევან კოღუაშვილის ფილმის „ბრმა პაემნები“ და მიხეილ კობახიძის ფილმის „ქოლგა“ ჩვენებით.

გახსნის ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საელჩოს უფროსმა მრჩეველმა ირაკლი კვანჭახაძემ და „ბელარუსფილმის“ გენერალურმა დირექტორმა ვლადიმირ კარაჩევსკიმ.

ჩვენებას ესწრებოდნენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, ბელარუსის მთავრობის, კულტურის სფეროსა და მედიის წამომადგენლები, ადგილსამყოფელ ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წევრები და ბელარუსში მცხოვრები ქართველები.