საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ელჩის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს რელიგიებისა და ეროვნებების საქმეთა რწმუნებულთან

2018 წლის 14 ივნისს გაიმართა ელჩის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს რელიგიებისა და ეროვნებების საქმეთა რწმუნებულთან ბატონ ლეონიდ გულიაკოსთან. შეხვედრისას განხილულ იქნა რწმუნებულის აპარატის კომპეტენციაში შემავალი საკითხები და უცხო ქვეყნების დიასპორულ ორგანიზაციებთან მუშაობის სხვადასხვა ასპექტები, ასევე ქართული სათვისტომოს ჩართულობა ბელარუსული მხარის მიერ ორგანიზებულ მასშტაბურ კულტურულ ღონისძიებებში.