საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ელჩის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმირ ანდრეიჩენკოსთან

2018 წლის 15 მაისს გაიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ვალერი კვარაცხელიას შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის ეროვნული კრების წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმირ ანრეიჩენკოსთან. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს და ბელარუსს შორის მეგობრული და თანასწორი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობაზე. ვლადიმირ ანრეიჩენკომ ასევე გამოხატა მზადყოფნა განახორციელოს ვიზიტი საქართველოში.