საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. მალაია ბერესტოვიცაში ელჩმა ვალერი კვარაცხელიამ 250-ე დივიზიის მეთაურის გერონტი ციტაიშვილის მონუმენტი გახსნა

2018 წლის 9 მაისს გროდნოს ოლქის ქალაქ მალაია ბერესტოვიცაში გაიმართა მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპული პოლკოვნიკის, 250-ე დივიზიის მეთაურის გერონტი ციტაიშვილის მონუმენტის გახსნის საზეიმო ცერემონია. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საელჩოს თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ ღონისძიებაში, სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, პატივი მიაგო გმირის ხსოვნას და მისი მონუმენტი გვირგვინით შეამკო.