საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა 

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) არის მონობის თანამედროვე ფორმა, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ეს არის სიდიდით მეორე დანაშაულებრივი ინდუსტრია მსოფლიოში. ის ეფუძნება ექსპლოატაციის მიზნით ადამიანთა გადაბირებას, გადაყვანას, გადაცემას, მუქარის და ძალის გამოყენებით ან იძულების სხვა საშუალებებით (მოტაცება, თაღლითობა), ან სხვისი უმწეო მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, კონტროლის განხორციელებას სხვა ადამიანზე, სქესობრივ ექსპლოატაციას, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონობას ან მონობის მსგავს მდგომარეობას და ორგანოთა ვაჭრობას.

ხსენებული დანაშაულის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის, მისი პრევენციის, მსხვერპლთა დაცვისა და ეფექტური გამოძიების მიზნით საქართველოში წლების მანძილზე დინამიურად ხორციელდება მთელი რიგი ღონისძიებები. შექმნილია ადამიანის ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი (http://www.atipfund.gov.ge/), რომელიც უზრუნველყოფს მსხვერპლთა თავშესაფრითა და შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამებით. სახელმწიფო ფონდს გააჩნია ცხელი ხაზი (+995 32) 2 100 229.

ამასთან, გთხოვთ, გაეცნოთ იმ რჩევებს, რომელიც დაკავშირებულია თქვენი უფლებების და კანონიერი ინტერესების დაცვასთან:

რჩევები საზღვარგარეთ წასვლის მსურველთათვის:

თუ თქვენ აპირებთ წასვლას საზღვარგარეთ, ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში. დაიცავით უსაფრთხოების ზომები და გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე, რათა არ გახდეთ ტრეფიკინგის მსხვერპლი.

ბრმად ნუ ენდობით დაპირებებს უცხოეთში სწავლასთან, მუშაობასთან და დასვენებასთან დაკავშირებით. ნუ ენდობით პირებს, რომელიც გპირდებიან ვიზით უზრუნველყოფას საკონსულოში თქვენი პირადად გამოცხადების გარეშე.

გახსოვდეთ, რომ უცხოეთში არალეგალური გზით გამგზავრება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და სერიოზულ რისკთან არის დაკავშირებული.

ნუ გადასცემთ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს სხვას.

წინასწარ გადაამოწმეთ დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია.

მოითხოვეთ თქვენი დამსაქმებლის ან სასწავლებლის საკონტაქტო მონაცემები.

თუ თქვენ გაქვთ საზღვარგარეთ სამუშაო მიზნით გამგზავრება/ ყოფნა, გახსოვდეთ, რომ თქვენი კანონიერი უფლებების და ინტერესების დაცვას მხოლოდ შრომითი კონტრაქტის საფუძველზე შეძლებთ. არ დათანხმდეთ შრომით ურთიერთობაში შესვლის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე.

 

გახსოვდეთ !

დანიშნულების სახელმწიფოში ჩასვლისთანავე დაუყონებლივ აცნობებთ საქართველოს საელჩოს ან საკონსულო დაწესებულებას თქვენი ადგილსამყოფელის შესახებ და დადექით საკონსულო აღრიცხვაზე.

თუ თქვენ ტრეფიკინგის მსხვერპლი ხართ და საჭიროებთ დახმარებას:

თუ თქვენ ადამიანის ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლი გახდით მიმართეთ ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებებს, რომელიც დაიცავს თქვენს უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს, სიცოცხლეს, ადგილსამყოფელ სახელმწიფოში და უზრუნველყოფს თქვენს უსაფრთხო დაბრუნებას სამშობლოში.

თუ თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, სადაც არ არის საქართველოს საელჩო ან საკონსულო დაწესებულება, თქვენ უნდა მიმართოთ ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს ან ადგილსამყოფელ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს ან დაგვიკავშირდეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელი ხაზის ტელეფონის ნომერზე.

ტრეფიკინგის მსხვერპლად აღიარებული პირი სარგებლობს სახელმწიფოს განსაკუთრებული მფარველობით, სარგებლობს სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სხვა სახის დახმარებით.

დამატებით, მოგაწვდით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში არსებული ცხელი ხაზის ტელეფონების კოორდინატებს და იმ შემთხვევაში თუ თქვენი უფლებები და ინტერესები იქნება შელახული, გთხოვთ, დაუყოვნელივ დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ ნომრებზე:

(+ 995 32) 294 50 50 - სამუშაო საათებში - 09:30 დან- 18:30 სთ-მდე;

( + 995) 577 98 40 20 - გადაუდებელ და ფორს-მაჟორულ შემთხვევებში - 24 საათის განმავლობაში;

ელექტრონული ფოსტის მისამართია: consulinfo@mfa.gov.ge.

 

ბელარუსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახური:

ქ. მინსკი, თავისუფლების მოედანი N4

ტელ.: (37517) 323 62 19

e-mail: minsk.con@mfa.gov.ge

კონსული - დავით კურტანიძე

ცხელი ხაზი მობ: +375 29 141 46 01

 

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროში მოქმედებს სპეციალური ქვედანაყოფი - ნარკოკონტროლისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო. შინაგან საქმეთა ყველა ორგანოში მუშაობენ თანამშრომლები, რომლებიც ახორციელებენ ადამიანით ვაჭრობასთან და მასთან დაკავშირებულ დანაშაულებთან ბრძოლას.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

e-mail: guniptl_km_mvd@tut.by

ტელეფონები:

ბრესტის ოლქი: 8 (0162) 27 56 77, 45 06 00

ვიტებსკის ოლქი: 8 (0212) 24 86 59, 24 78 15

გომელის ოლქი: 8 (0232) 70 42 17, 70 36 53

გროდნოს ოლქი: 8 (0152) 79 73 58, 79 79 11

მინსკის ოლქი: 8 (017) 229 06 07, 229 06 12

მოგილოვის ოლქი: 8 (0222) 29 55 33, 29 55 22

ქალაქი მინსკი: 8 (017) 229 40 42

ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტრო: 8 (017) 218 71 70, 218 73 42

 

ბელარუსის ტერიტორიიდან საზღვარგარეთ უსაფრთხო გასვლის საკითხებზე ბელარუსის რესპუბლიკის შსს მოქალაქეობისა და მიგრაციის დეპარტამენტის ცხელი ხაზი: +375 17 218 52 64

 

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდს:

https://www.mvd.gov.by/ru/page/guniptl/protivodejstvie-torgovle-lyud-mi

 

საერთაშორისო და არასახელმწიფო ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლებს უწევენ დახმარებას და უზრუნველყოფენ რეაბილიტაციას.

 

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლობა ბელარუსში

მის: ქ. მინსკი, გორნის შესახვევი N3, 220005

ტელ/ფაქსი: +8 (017) 284 46 91, 284 46 02

e-mail:publications@iom.by

ვებ–გვერდი: www.iom.by

 

საერთაშორისო საზოგადოებრივი გაერთიანება „გენდერული პერსპექტივები“ (პროგრამა „ლა სტრადა“ ბელარუსი)

საინფორმაციო ხაზი: 113

ტელეფონი: +375 17 211 02 51

ვებ-გვერდი: http://www.lastrada.by/

 

ბელარუსის წითელი ჯვრის საზოგადოება

ვებ-გვერდი: http://redcross.by

მისამართი: 220030, მინსკი, მარქსის ქ. 35

ტელ: (017) 327-14-17

ელ. ფოსტა: info@redcross.by

 

იხილეთ მიმაგრებული ბმულები:

http://police.ge/ge/projects/adamianit-vachroba

http://www.justice.gov.ge/Ministry/department/309

http://www.atipfund.gov.ge/index.php/ka/news

http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=44

http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=43

http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=42

http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=38

http://pog.gov.ge/geo/trafficking?info_id=14